top of page
პროექტის ავტორი დადუნა შათაშვილი (Magi Style). პროექტი შესრულდა კომპანია "DEPHANI" -სთან ერთად. ძველი საბჭოური არქიტექტურის მქონე შენობის რეკონსტრუქცია. რეკონსტრუქცია ითვალისწინებდა შენობის თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად პროექტირებას. მოხდა არსებული შენობის გამაგრება. სივრცე, რომელიც არსებულ შენობაში ფუნქციონირებდა როგორც საკონცერტო დარბაზი, ადაპტირდა და იუსტიციის სახლების მომსახურების ანალოგიურ კონცეპტზე გადაეწყო. საჭირო გახდა სივრცის ფასადური გამჭვირვალობა, შესაბამისად არსებული შენობის ძირითად ნაწილზე მოხდა შემინული ნაწილის მიშენება. ქუთაისის იუსტიციის სახლი, იუსტიციის სახლებს შორის თავისი მაშტაბით არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი (5000კვ.მ.) შენობა, შიდა სივრცეები დაგეგმარებით დაყოფილია რამოდენიმე სივრცედ, მათ შორის არის ქორწინების სახლი, გამორჩეული და ორიგინალური დიზაინით. იუსტიციის სახლი - ქუთაისი

©2024 by artytechs

bottom of page